ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამის ,,ღონისძიების ორგანიზების“ ქუთაისის ლოკაციის სტუდენტების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელდა საქველმოქმედო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისა და მოხუცებისათვის. ღონისძიების მიზანი მათთვის საახალწლო განწყობის შექმნა და ნობათის გადაცემა იყო. ქველმოქმედებაში ბევრი ადამიანი ჩაერთო. ბენეფიციარებისთვის შეგროვდა პირველადი მოთხოვნილების ნივთები და სურსათ-სანოვაგე. პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ღონისძიება განხორციელდა უკონტაქტოდ – ღია ცის ქვეშ.